ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა საქართველოსთვის: “მარნეულის ქუჩებში დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს”

მოძრაობა “საქართველოსთვის” ხვალ, მარნეულში კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დაარღვევს. – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “საქართველოს” პრესამსახური ავრცელებს.

აღნიშნული მოძრაობა საქართველოს მთავრობას 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამისთვის კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს, რომლის მოხსნაზეც საკოორდინაციო საბჭომ უარი განაცხადა.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნაში მიიღებენ მონაწილეობას.

“საქართველოს ხელისუფლებამ, არ გაითვალისწინა ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების თხოვნა, ერთი დღით კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით, რათა მათ სრულფასოვნად აღენიშნათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული!

ამიტომ, ვუცხადებთ სოლიდარობას და ხვალ, 21 საათის შემდეგ, მარნეულის ქუჩებში, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთ დღესასწაულის აღნიშვნაში! პოლიტიკური კომენდანტის საათი უნდა დასრულდეს!”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენბთ, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით, მათ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.

 

 

იტვირთბა....