ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიცი რისთვისაც ვარ გამოკეტილი! გამორიცხულია, გირაოს არ გადავიხდი” – ნიკა მელია

“ნაცმოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია “მთავარი არხისთვის” მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში აცხადებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

ამავე არხთან საუბრისას მელია დასძენს, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ დიალოგში კომპრომისი ვერ იქნება მის მიერ გირაოს გადახდა.

ამასთან, როგორც დღევანდელი ანონსიდან ირკვევა, “ნაცმოძრაობის” ლიდერი სინანულს გამოთქვამს, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ვერ იხილა რუსთაველის გამზირზე

“მხნედ ვარ და მოტივირებული. ვიცი რისთვისაც ვზივარ და ვარ გამოკეტილი. გარეთ ვიქნები თუ შიგნით, “ქართული ოცნებისთვის” პრობლემატური ვარ, ისეთი სისულელე ჩაიდინეს. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ოპოზიციონერ ლიდერს, ვინც მოლაპარაკებებზე ზის. არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კომპრომისი პატიმარზე, ჩემთან მიმართებაში არ უნდა იყოს. გირაო არ გადავიხადე, რადგან ეს უსამართლობა იყო და ეს იყო პოლიტიკური აქტი. გამორიცხულია, გირაოს არ გადავიხდი”, – ამბობს სატელეფონო ინტერვიუში ნიკა მელია.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. 

იტვირთბა....