ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებასთან არავითარ შემთხვევაში დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე”- მამუკა ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში დაიწყებენ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს, ვინაიდან ეს იქნება “მაგიდის აყირავება.”

როგორც ხაზარაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, ცალკეული პარტიების გასვლა გაერთიანებული ოპოზიციიდან და ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების წარმოება დიდი შეცდომაა.

“არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება. რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე დავსხდეთ, როდესაც პრეზიდენტ მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება. რას ნიშნავს ეს, ცალკე გავიდე და თვალები ვუპაჭუნო ქართულ ოცნებას? ეს წარმოუდგენელია და დიდი შეცდომაა. ეს არის იმ მედიატორის უგულვებელყოფა და უპტაივცემულობა, რომელმაც ამდენი რესურსი ჩადო. ეს ხომ გამორიცხულია?” — განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს “გირჩის” ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

 

იტვირთბა....