“უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს.”
ვახტანგ მეგრელიშვილი – პარტია “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.