“ასეთ წინადებას მხოლოდ შეიძლება ალეკო ელისაშვილი დასთანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დასთანხმდება,“ – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია “მექალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
ბოკერიას განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა მინიმუმ 5 წლის შემდეგ წარმოუდგენია, ხოლო ხუთი წლის შემდეგ შოთაძე მთავარ პროკურორად.
“პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მანამდეც ნათელი და დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი. ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება, მე მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით, მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თვითონ გამოიტანეთ რამდენად მზად არის თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის პროკურორის არჩევის საკითხი- „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს ⅔-ით ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას პროკურორის დანიშვნაში 5 წლის შემდეგ და რატომ 5 წლის შემდეგ? იმიტომ, რომ თურმე შოთაძე ირაკლი არჩეულია და ხომ არ გადავირჩევთ?! ანუ „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ 5 წლის შემდეგ და ამ 5 წელიწადში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება მთავარი პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადებას მხოლოდ შეიძლება ალეკო ელისაშვილი დასთანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დასთანხმდება,“- განაცხდა უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.