ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო” – პრემიერი 27 წლის ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 27 წლის ექთნის ქეთი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი სოციალური ქსელის საშუალებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი მტელი საქართველოსთვის დიდი დარტყმაა.

“უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო.

ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას.

გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას.” – წერს პრემიერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....