ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უარესებიც უთქვამთ… ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ, მაგრამ აქ მთავარია ფაქტები” – მამუკა მდინარაძე

“ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ…” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყბნებულ მიმართვაში ამბობს.

მდინარაძე ამავე მიმართვაში დასძენს, რომ სულ იქნება კამათი, თუ ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები, მაგრამ აქ მთავარი ფაქტები და სიმართლეა.

“სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი.
ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ…

აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე:

აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი – სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა.

აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე!

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით – არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა!

მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო.
ეს მათ განაცხადეს!

“კომპრომისი” – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა!!!

პასუხი კითხვაზე გაცემულია!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

შეგასენებთ, წუხელ გვიან ღამით ევროკავშირის ოფისში თითქმის 10 საათიანი მოლაპრაკება უშედეგოდ დასრულდა.

სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის,…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on პარასკევი, 19 მარტი, 2021

 

იტვირთბა....