ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, კერძოდ ქედაში, ხულოში, შუახევში, ხელვაჩაურში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. – ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ვაქცინაციის პროცესი ბათუმსა და ქობულეთში გრძელდება.

თუმცა კითხვაზე უკავშირდება თუ არა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ვაქცინის პროცესის შეჩერება ახალციხეში მომხდარ ინციდენტს, სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და დღეს გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....