ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი ემართება – ნანა გეგეჭკორი დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

“ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი არის, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი იმ ვაქ­ცი­ნე­ბის, რომ­ლე­ბი­თაც და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ვიც­რე­ბით”, – ამის შესახებ აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი სოციალურ ქსელში წერს და დე­ტა­ლუ­რად ხსნის რა არის ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და რო­გორ უნდა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ პა­ცი­ენტს დახ­მა­რე­ბა.

რო­გორც მე­დი­კო­სი აღნიშნავს, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი არის, ვაქ­ცი­ნე­ბის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

“კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი უფრო ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა ვიდ­რე ეს სხვა აც­რებს ახა­სი­ა­თებთ. აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა დე­ტა­ლებ­ში გან­ვი­ხი­ლე მთა­ვა­რის შენი დი­ლას ეთერ­ში სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ.მა­გა­ლი­თად 23 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით ფა­ი­ზე­რის 1.893.360 დო­ზა­ზე ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის 21 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ეს და­ახ­ლო­ე­ბით არის 11 ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­აა მი­ლი­ონ დო­ზა­ზე, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ მე­ტია გრი­პის გაქ­ცი­ნას­თან შე­და­რე­ბით.

ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ გრიპ­ზე მა­ინც აღ­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აღი­ნიშ­ნა მსგავ­სი რე­აქ­ცია მო­დერ­ნას ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლებ­შიც. ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში პა­ცი­ენ­ტებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, მაგ­რამ 2-3 დღე­ში გა­ე­წერ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნებს კი დახ­მა­რე­ბა პირ­და­პირ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

რო­გორ უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნა­ა­ცი­ის ცენ­ტრი რათა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სტან­დარ­ტი?

ცხა­დია, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სად გაწ­ვრთნი­ლი. ამა­ვე დროს აუც­ლე­ბე­ლია ადექ­ვა­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რომ ანა­ფი­ლაქ­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თა­ნა­ვე, პა­ცი­ენტს დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნონ.

ამი­სათ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ:

1. ეპი­ნეფ­რი­ნი – თვი­თი­ნექ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ კა­ლამ­ში უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­ზით ან წი­ნას­წარ გან­ზა­ვე­ბუ­ლი შპ­რი­ცი შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით.

კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი:

1 მგ/მლ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­ში გან­ზა­ვე­ბუ­ლი 1:1000 კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ინ­ტრა­მუს­კუ­ლა­რუ­ლი ინექ­ცი­ის­თვის. ინექ­ცია კეთ­დე­ბა ბარ­ძა­ყის ლა­ტე­რა­ლურ ზე­და­პირ­ზე, არ სჭირ­დე­ბა რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის ცოდ­ნა. დოზა 0.3 მგ – 0.5 მგ, თუ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­და გან­მე­ო­რე­ბი­თი დო­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა 5-10 წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით. იმის გამო რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი, მკურ­ნა­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დროს ეპი­ნეფ­რინს უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია.

2. H1 და H2 ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი: დი­ფე­ნ­ჰიდ­რა­მი­ნი იგი­ვე ბე­ნად­რი­ლი, ცე­ტი­რი­ზი­ნი, ფა­მო­ტი­დი­ნი, ცი­მე­ტი­დი­ნი (რო­მე­ლი­მე აქე­დან).3. ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­ი­ნექ­ციო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი.4. სა­ინ­ტუ­ბა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბა.5. ამ­ბუს ბა­ლო­ნი თა­ვი­სი ნიღ­ბით.6. წვდო­მა სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო ჟანგბად­თან.7. პულ­სოქ­სი­მეტ­რი.8. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის გა­სა­ზო­მი ხელ­სა­წყო.9. ბრონ­ქო­დი­ლა­ტა­ტო­რი, მა­გა­ლი­თად ალ­ბუ­ტე­რო­ლი.ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის მკურ­ნა­ლო­ბი­სას იცავთ ორ პრინ­ციპს:

1. სას­წრა­ფოდ უნდა აღ­დგეს ცირ­კუ­ლა­ცია. ასეთ დროს ში­და­სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი მო­ცუ­ლო­ბა სის­ხლძარ­ღვს გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლებს და ამ შიფ­ტის გამო წნე­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სი­თხის გა­დას­ხმა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ეპი­ნეფ­რი­ნი სის­ხლძაღ­ვო­ვა­ნი ტო­ნუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე კი სის­ხლძარ­ღვის მო­ცუ­ლო­ბას შე­ავ­სებს. ორი­ვე ერ­თად ქმნის არ­ტე­რი­ულ წნე­ვას.
2. სას­წრა­ფოდ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­მავ­ლო­ბა. სა­სუნ­თქი გზე­ბი ორი მი­ზე­ზით იხუ­რე­ბა, ბრონ­ქოს­პაზ­მი და ტრა­ქე­ის შე­შუ­პე­ბა. ამის მოხ­სნა­ში ისევ ეპი­ნეფ­რი­ნი, სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ჟანგბა­დი და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ სუნ­თქვის ფუნ­ქცია სწრა­ფად არ აღ­სდგა, არ და­ა­ყოვ­ნოთ ინ­ტუ­ბა­ცია. ეს პა­ცი­ენტს ჰი­პოქ­სი­ის მავ­ნე გავ­ლე­ნის­გან იხ­სნის. სის­ხლში ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ცია უნდა შე­ნარ­ჩნუ­დეს 95%-ზე მა­ღალ დო­ნე­ზე.

3. ბე­ნად­რი­ლი ან ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სხვა ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ფხა­ნით გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს მოხ­სნის. არც ერთი მათ­გა­ნი არ ხსნის ბრონ­ქოს­პაზმს ან ტრა­ქე­ის შე­შუ­პე­ბას, ამი­ტომ პირ­ვე­ლი რი­გის ამოც­ნაა პირ­ვე­ლი ორი პუნ­ქტის სწრა­ფად ამუ­შა­ვე­ბა.

4. ამ სამი პუნ­ქტის დრო­უ­ლად ამუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უმე­ტე­სად პა­ცი­ენტს და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა. თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ პა­ცი­ენ­ტი რე­ზის­ტენ­ტუ­ლია, ის სას­წრა­ფოდ უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შე­ვეც­დე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბის მი­მო­ვი­ხი­ლო.

P.S. იმე­დი მაქვს, დღეს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ოჯახს ჯან­მრთე­ლი. მას­ზე ფიქ­რი არ მშორ­დე­ბა მთე­ლი დღე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დარ­ჩეს. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კით, კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი, არც ერთი პა­ცი­ენ­ტი არ გარ­დაც­ვლი­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლე­ბენ მის გა­დარ­ჩე­ნას” – წერს გე­გეჭ­კო­რი.

იტვირთბა....