ფეისბუქი 2016 წლისათვის ახალი პროექტს გეგმავს. მას “ფეისბუქი სამსახურში” (Facebook At Work) ერქმევა.
ცნობილი სოციალური ქსელის პროფესიული ვერსიის კონკურენტი LinkedIn Corp-ი და Monster Worldwide იქნება, რომელთა ღირებულება ექსპერტებმა 6 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს.
თავისი დიზაინით, ფეისბუქის ახალი ვერსია ჩვეულებრივი ვერსიის მსგავსი იქნება. მომხმარებლებს შეეძლებათ სიახლეების გაცნობა, სხვა პოსტების მოწონება, ინდივიდუალური საუბრების წამოწყება კონკრეტულ პირებთან და ასევე ჯგუფური საუბრის წამოწყებაც, ფაილების გაგზავნა, ჯგუფების შექმნა, მასობრივი მოწვევების გაგზავნა და ა.შ.
“შემიძლია განვაცხადო, რომ 95% იმისა, რაც ჩვეულებრივ ფეისბუქს აქვს, ასევე ექნება Facebook at work-საც”, – განაცხადა ფეისბუქის გლობალური საპარტნიორო პროგრამის დირექტორმა ჟიულიენ კოდორნომ. ორ სოციალურ ქსელს შორის განსხვავებებს შორის თამაშებიც იქნება. ახალ სოციალურ ქსერლში, მომხმარებლები Candy Crush-ის თამაშს ნამდვილად ვერ შეძლებენ.
Facebook at work-ში იქნება ახალი, ექსკლუზიური სერვისები, რომელთა წვდომაც მომხმარებლებს მხოლოდ ფასიანი პაკეტებით შეეძლებათ. ამ სერვისების მიღებისათვის, მომხმარებლებს თვეში მხოლოდ რამდენიმე დოლარის გადახდა მოუწევთ.
ახალ სოციალურ ქსელში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას. ახალი ფეისბუქის ექაუნთები სრულიად იზოლირებული იქნება ჩვეულებრივი ფეისბუქის ექაუნთებისაგან, რაც მნიშვნელოვანი კორპორატიული ინფორმაციის გადინების შანსებს გამორიცხავს.
საინტერესოა ალბათ ის, რომ როგორც ლელა კაკულია ამტკიცებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქთან“ დაკავშირებით საკუთარი წინასწარმეტყველება პირად გვერდზე კერ კიდევ გასული წლის 21 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ფეისბუქი“ ფასიანი გახდებოდა.