ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ გააუქმა „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული საერთაშორისო შეზღუდვების გამო, ავიაკომპანია „ვიზეარმა“  2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა. – ამის შესახებ ინფფორმაციას კომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს.

როგორც ანდრაშ რადო აცხადებს, დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ ტექსტური შეტყობინება, რომელიც ბილეთის გადაცვლის შეთავაზებას გულისხმობს.

“საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად, დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100 პროცენტის ბარათზე დაბრუნების ან 120 პროცენტის „ვიზეარის“ ანგარიშზე დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, „ვიზეარს“ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი აქვს შეტანილი.

იტვირთბა....