მთავარი ციტატა

“ეს ის ფატალური გართულებაა, რომლის თავიდან აცილება ძალიან რთულია”- კალოიანი ვაქცინაციის პირველი გვერდითი მოვლენის შესახებ

“სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა. ახლა პირველი ამოცანაა, ჩვენი კოლეგა გადარჩეს. ეს არის ის ფატალური გართულება, რომლის თავიდან აცილება ძალიან რთულია. უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო სრული დასკვნის გასაკეთებლად და ეს წინასწარი შეფასებაა. რაც შეეხება თავად ვაქცინაციის სიკეთეს, აქ საუბარი არ არის, რადგან ეს არი ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ჩვენი დაცვის.”

ვახტანგ კალოიანი – ექიმი

აღნიშნულით ექიმი “დღის ამბებში” ახალციხეში, კლინიკა “იმედში” მომხდარ ფაქტს ეხმიანება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.

ცნობისთვის, დღეს, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. ამ დროისთვის, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა რთულია. ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით,  გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, მოკვლევა დაიწყო. 

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

იტვირთბა....