ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

28 მარტს, საქართველო- ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელს დაასწრება შეეძლება. დასწრება შესაძლებელი იქნება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

“28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!”, — წერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

თამაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ტარდება.

 

იტვირთბა....