ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა აშშ-დან ელჩი გამოიძახა

რუსეთის ფედერაციამ ამერიკიდან საკუთარი ელჩი, ანატოლი ანტონოვი გამოიძახა. – ამის შესახებ  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის მთავრობა აღნიშნავს,  “მთავარია განვსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ამერიკული კავშირები.”

“რუსეთის ელჩს აშშ-ში, ა.ი. ანტონოვს, მოსკოვში კონსულტაციებზე ვიძახებთ, რათა გავაანალიზოთ, რა გაკეთდება და  რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები აშშ-ს მიმართ.

ახალი ამერიკული მთავრობა ხელისუფლებაში უკვე თითქმის ორი თვეა, სულ მალე სიმბოლური 100 დღიანი ზღვარიც შეუსრულდებათ და შეიძლება ითქვას, რომ ჯო ბაიდენის ადმინსიტარციას საქმიანობა არც ისე კარგად გამოსდის. ჩვენთვის მთავარია განვსაზღვროთ, თუ როგორ განვითარდება მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ამერიკული კავშირები, რომელიც ბოლო წლებში ვაშნგტონს ჩიხში შეჰყავს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მისი გარდაუვალი დეგრადაცია არ დავუშვათ, თუკი ამერიკელები ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს იაზრებენ. რუსეთის ელჩს აშშ-ში სწორედ ამაზე ექნება კონსულტაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა მაპროფილებელ უწყებებთან “. – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი “მკვლელია” და ის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა.

იტვირთბა....