ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წულაიას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და პოტენციასთან დაკავშირებით ჩივილები აქვს” – ადვოკატის განცხადება

პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი “კურიერთან” საუბრისას მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ქალზე ძალადობას, მითუმეტეს სექსუალურს, კატეგორიულად უარყოფს.

უფლებადამცველის განმარტებით, პოლიტიკოსს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით ჩივილები აქვს და აღნშნული ექსპერტიზითაც დადასტურდება. ამასთან,  ადვოკატი ამავე კონტექსტში საუბრისას დასძენს, რომ წულაიას მიმართ ბრალდება გამოგონილია.

“ადამიანს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი, გულის შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტიზითაც დადასტურდება. გამოგონილი ბრალდებაა. სილურჯე თუ აქვს, ეს შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა, ამიტომ, დანაშაულის ჩადენას მტკიცებულებები ჭირდება,”- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით, დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....