გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ავტომობილი ქვეითებში შევარდა. ინციდენტი დღეს, 16 მარტს მოხდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ავტომობილს 50 წლის კაცი მართავდა, რომელიც პოლიციამ დააკავა.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მალე გახდება ცნობილი.