ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნად პირველი მკვიდრი ამერიკელი ქალი დაინიშნა

დებ ჰაალანდი ამერიკის ისტორიაში პირველი მკვიდრი ამერიკელი ქალი გახდა, რომელიც შეერთებულ შტატებში შინაგან საქმეთა მდივნად დაინიშნა.

2018 წელს ის იყო ერთ-ერთი იმ ორი ქალიდან, რომლებიც თეთრ სახლში იქნენ არჩეული. თუმცა მისი ეს ახალი თანამდებობა იმიტომაა განსაკუთრებული, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, დეპარტამენტი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, იცავს მკვიდრი ამერიკელების უფლებებსა და იკვლევს მათ ისტორიას. როცა მათი უფლებები მკვეთრად უგულვებელყოფილი იყო.

გარდა შინაგან საქმეთა მდივნობისა, ის ქვეყნის 1,9 მილიონი მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ის ასევე, ზედამხედველობას უწევს და გაუწევს 500 მილიონ ჰექტარ საზოგადოებრივ მიწას, ფედერალურ წყლებს შეერთებული შტატების სანაპირო ზოლიდან, კაშხლებისა და წყალსაცავების უზარმაზარ სისტემას დასავლეთ შეერთებულ შტატებსა და შეერთებულ შტატებში. ასევე ჩართულია გადაშენების პირას მყოფი ათასობით სახეობის დაცვის საკითხებზე.

“ჩემი ხმა არასდროს ყოფილა მხოლოდ კაბინეტიდან ნათქვამი სიტყვები. არც ამის შემდეგ იქნება ასე, როგორც შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მეთაურის” -დაწერა მან საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე. – “მე სადაც გავიზარდე, ჩემს მშობლიურ სახლში, იმ წლებმა გამხადა ულმობელი საკუთარ ბრძოლაში და ასეთივე ულმობელი ვიქნები, თქვენი, ყველას დაცვის დროს.”

დებ ჰალანდს ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კაბინეტში დაევალება რასობრივი საკითხები, რათა ყველა ეთნოსის უფლებების სათანდო დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

 

იტვირთბა....