ახალი ამბები მთავარი

თბილისის ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა (ფოტო)

ზოოპარკის თივის სათავსოში გაჩენილი ხანძარი 80 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც თივა ინახებოდა.

ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაშავებულები არ არიან. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....