„დღეს, ვაქცინაზე უარის თქმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ქვეყნის ეკონომიკას,“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.
მან მოსახლეობას მოუწოდებს, არ წამოეგოს ანტივაქსერულ პროვოკაციას.
„მე იმედი მაქვს, რომ ხალხის უმრავლესობა არ წამოეგება ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას,“ – აღნიშნავს იგი.
ცნობისათვის, 15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.