ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სახლში რომ შევდივარ ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები” – ექიმი დიმიტრი კოჭაძე სახუმარო პოსტს აქვეყნებს

“ხალხო ავიცერი! არაფერი საშიში არაა, არც გვერდითი ეფექტები, არც არაფერი. ერთადერთი რაც შეიცვალა, სახლში რომ შევდივარ ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები.”

 

დიმიტრი კოჭაძე, ექიმი.

სოციალური ქსელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრნენ.

ცნობისთვის, გუშინ, ჯანდაცვის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯანმო და  ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.

 

 

იტვირთბა....