“ვფიქრობ, ხელისუფლების კონსტრუქციულობანას თამაშის ერთადერთი მიზანია ბრიუსელში ვიზიტის უპრობლემოდ გადაგორება და მერე ისევ ააყირავებენ მაგიდას. ნუ, თუ ოპოზიცია ამ ხაფანგში თავს ყოფს, ეს მისი არჩევანია.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი.
სოციალური ქსელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიდევ ერთი დღით იხანგრძლივებს საქართველოში ვიზიტის დროს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.