ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ასეთი შეშფოთებული არასდროს ვყოფილვარ, ეს რა მოვისმინე…” – თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

„ეს ორი დღეა ასეთი შეშფოთებული არასდროს ვყოფილვარ, ეს რა მოვისმინე… როდესაც საქართველოს ჯერ საყვედურობდნენ, რომ ვერ შემოგაქვთ, არ ვარგიხართ, უნიათოები ხართ, როდესაც მართალია ორი კვირის დაგვიანებით, მაგრამ ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინა მაინც შემოიტანა, საშინელი კამპანია წავიდა პირველ რიგში „მთავარი არხის” მიერ და არა მარტო ამ არხის – პირველ რიგში ექიმებს და მთლიანად მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ არ გაიკეთონ, რომ ეს არ ვარგა და რომ ეს არის ადამიანებზე ექსპერიმენტი, რომ ქვეყნის მთავრობა ამ ადამიანებს წირავს.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი.

ამის შესახებ მან “რეზონანსს” განუცხადა.

ცნობისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს დილით ჩამოიტანეს. მოსახლეობის აცრა 15 მარტს დაიწყება.

იტვირთბა....