თურქული მედიის ცნობით, სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა შაბათს, ვანის პროვინციაში მომხდარ ავარიაში. ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები სტუდენტები და ლექტორები იყვნენ, რომლებიც პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში გამოცდის ჩასაბარებლად მიემგზავრებოდნენ.
ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.