„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლაზე ისაუბრა.
მისნისტრის განცხადებით, ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი და შემოწმებულია შესაბამისი აღჭურვილობა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. დღესდღესობით ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.
დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 ათას 51 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.
დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის და გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.
ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილოებები, რომელიც უზრუნველყოფებს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტრონგის ქვეშ არის. ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი, როგორც ხშირად ამბობენ, დასასრულის დასაწყისია. ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია”“, – აცხადებს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითფირინავი, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორში დღეს დილით დაეშვა.