aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ნოდარ მელაძეს ბერა ივანიშვილის ჩანაწერის გარდა, სხვა საქმეზეც გამოჰკითხავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი და წამყვანი, ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შსს-ში 15 მარტს 11:00 საათზე სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზეა დაბარებული, ხოლო 16 მარტს მას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე გამოჰკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ “ნოდარ მელაძის შაბათში” სიუჟეტი გავიდა, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერზე იყო საუბარი. გადაცემაში ნაჩვენები სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. ამავე საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, ანზორ ჩუბინიძე ბერა ივანიშვილის სახელით მოქალაქეებს ატერორებდა.

11 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურამა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების შესახებ გახდა ცნობილი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ  გაავრცელე ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის მიზნით ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს.

 

იტვირთბა....