ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე სოციალური ქსელში განთავსებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ საააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ფარულ ჩანაწერზე საუბრობს.
როგორც მამალაძე ვიდომიმართვაში ამბობს, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში რევოლუციური ფონის შექმნის მიზნით ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავს.
ამასთან, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი დასძიენს, ის მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ძალოვან უწყებებთან.
„დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ უკვე 18 წელიწადია პოლიტიკურ დევნილობაში ვიმყოფები.
2004 წელს უკრაინაში ჩამოვაყალიბე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომელიც კონსულტაციას უწევს მაღალი თანამდებობის პირებს, სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენ გვაქვს სერიოზული ინფორმაციული წვდომა და კონტაქტები და ის, რაც მე ვნახე და მოვისმინე, გაოგნებული ვარ და გადავწყვიტე საზოგადოებას გავაგებინო, რაც ხდება.
საუბარია იმ პროვოკაციაზე, რასაც სააკაშვილი გეგმავს – ის კონკრეტულად, ადეიშვილთან საუბრისას ლაპარაკობს, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყნაში არის შექმნილი, აქვს დაგეგმილი, განახორციელოს კონკრეტული ჟურნალისტების ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა – იგეგმება ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობა.
ჩანაწერში საუბარია, რომ უნდა განხორციელდეს გიორგი სანაიას მკვლელობის მსგავსი სცენარი, რათა გამოიწვიონ რევოლუციური პროცესები, რომ ჩამოშალონ ქვეყანა. უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებენ ოპოზიციას, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელს, რომლებიც, მათი თქმით, ვერაფერს ვერ ახერხებენ და რევოლუციას ვერ აწყობენ იმ ჩანაწერების საფუძველზე და ვერ ახერხებენ გადააყენონ ახლადდანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი. საყვედურს გამოხატავენ: არაფრის თავი არ აქვთ მაგათო.
სააკაშვილი კონკრეტულ ინსტრუქციებს და დავალებებს იძლევა. ამ ჩანაწერების საფუძველზე, ის არის კონკრეტულად მკვლელობის შემსრულებლის ძიებაში.
დღემდე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ მისი ზონდერები, მეტიც, ისინი დაწინაურებულებიც არიან, როგორც ვიცი, ხოლო სააკაშვილი, ამ ეტაპზე, ფინანსების მობილიზებას აპირებს, რომ რევოლუციური სცენარი განახორციელოს.
მისი მთავარი ამოცანაა, იმდენად დაძაბოს სიტუაცია, რომ ამ მკვლელობების ფონზე უკვე შეუქცევადი გახადოს საქართველოში სიტუაციის არევა და იმ სისტემის დანგრევა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.
ყველამ ვიცით, ვინც არის ეს ადამიანი და ძალიან ძნელია ყველაფრის მოსმენა, რასაც ეს არანორმალური კაცი ამბობს: ახლა არის სწორედ ის ვითარება, როცა შეიძლება რევოლუცია მოვაწყოთ და მას უნდა შევწიროთ კონკრეტული ადამიანები. უნდა დაიხოცონ ჟურნალისტები, რომ აირიოს ქვეყანში სიტუაცია.
ამ ყველაფერს იმ ფორმატით ამბობს, რომ ძალიან ძნელი მოსასმენია ეს.
მე მინდა გითხრათ, რომ ეს კაცი ჯერ ნამკურნალევი ნამდვილად არ არის და თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.
როცა ვსაუბრობთ ამ ვითარებაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ნამდვილად არის პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლებას აქვს დაშვებული სერიოზული შეცდომები – ოპოზიციასთან შეუთანხმებლობა, ბევრ საკითხში ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი, მელიას დაკავება, ამის ფონზე პრემიერ-მინისტრის გადადგომა, პოლიტიკური საფუძვლების გამო საერთაშორისო დაძაბულობის გამოწვევა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სააკაშვილი ჩანაწერში ამბობს, რომ სწორედ ახლა არის ის ვითარება, ამ მკვლელობით ჩვენ დავშალოთ ივანიშვილის ხელისუფლებაო.
მოგვწონს თუ არა მთავრობა, ამაზე საუბარი არ მაქვს. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ არის საშიშროება, სახელწიფო სისტემა დაიშალოს, ანუ მოხდეს ისეთი არეულობა, რომელიც იქნება შეუქცევადი.
ვის უნდა ამის გაკეთება, რატომ, რამდენად არიან რეალური საფრთხის ქვეშ ეს ჟურნალისტები?
დიახ, ეს არის რეალური პრობლემა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაიცვას ეს ჟურნალისტები, ასევე უნდა დაიცვას ოპოზიცია, რომლის მიმართაც, არ არის გამორიცხული, მსგავსი ღონისძიებები ჰქონდეს სააკაშვილს დაგეგმილი.
სააკაშვილია ამოცანაა, რომ ეს ვითარება და დაძაბულობა, რომელიც არის შექმნილი, კერძოდ, არ შემოუტანიათ ვაქცინა, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, პოლიტიკური არასტაბილურობა, ამას დაუმატოს ჟურნალისტების ლიკვიდაცია და ეს იქნება ის ამღვრეული წყალი, სადაც მას შეეძლება თავისი მიზნები განახორციელოს და ჩამოშალოს არსებული სახელმწიფოებრივი სისტემა. აი, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე.
მე პირდაპირ ვაცხადებ: მზად ვარ, ვითანამშრომლო შესაბამის სტურქტურებთან სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში. მზად ვარ, სრული ინფორმაცია მივაწოდო მათ, თუმცა, იმ წყაროსგან, რომელმაც მომაწოდა ეს ინფორმაცია და მისი სანდოობაც გადამოწმებული მაქვს, ჯერ თანხმობა არ მიმიღია, რომ ჩანაწერები დავდო ღიად. მე მათთან მოლაპარაკებების რეჟიმში ვარ და დარწმუნებული ვარ, თანხმობას მივაღწევ.
რაც შეხება დამოკიდებულებებს. მე ყველას მინდა გთხოვოთ, ნუ დაიწყებთ ანგარიშსწორებებს იმის თუ ამის მხარდამჭერებისთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით და ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.
სააკაშვილი შარვლიდან ამოხტება თუ ათას რაიმე სისულელეს ჩაიდენს ან იტყვის, მე მზად ვარ, ნებისმიერ `მოედანზე~ პირდაპირ ეთერში დავჯდე და დაგანახოთ მისი სისხლიანი სახე.
მე მივიღებ ამ ჩანაწერების გასაჯაროებაზე თანხმობას, გამოვამზეურებ ამ ინფორმაციას და ყველა ყველაფერს დაინახავს.
რამდენიც უნდა იხტუნოს სააკაშვილმა, მე მზად ვარ, ნებისმიერ ეთერში, ოღონდ პირდაპირ ეთერში, მისი თანდასწრებით დავუმტკიცო მას ყველაფერი.
ეს არის სერიოზული საფრთხე და სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს ზომები და არ დავუშვათ, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანაში დესტაბილიზატორების ბოგინი იმისთვის, რომ თანამდებობები მიიღონ ან რაღაცა ამბიციები დაიკმაყოფილონ.
ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდნენ გარკვეულ პრინციპებზე, სახელმწიფოს გადარჩენის პრინციპებზე, მე არავის ვმოძღვრავ, მაგრამ, რაც მოვისმინე, იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს – როგორ შეიძლება ასეთ რამეს ვინმე გეგმავდესო.
დღეს ამის დაშვება, წარმოუდგენელია. ახლა, როცა შანსი გვაქვს, რომ ევროპასთან და დასავლეთთან გაღრმავდეს ინტეგრაციული პროცესები, თუ სააკაშვილის გეგმა განხორციელდება, ყველაფერი ჩამოიშლება.
გთხოვთ ყველას: ცივი გონებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ვიმოქმედოთ!“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ლევან მამალაძე.
იხ: ვიდეო: