ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შემოდიოდა წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური” – სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, რამდენჯერმე მასთან შეხვედრა ითხოვა. სააკაშვილმა იმაზეც ისაუბრა, შეეძლო თუ არა 2011 წელს ანზორ ჩუბინიძეს, თავისი ნება-სურვილის მიხედვით მისულიყო ვინმესთან ოჯახში და პასუხი მოეთხოვა. მისივე თქმით, ეს შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს ჩუბინიძე “უბრალო, დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო”. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან”, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას განაცხადა.

“ერთი-ორჯერ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან შეხვედრა და შევხვდი, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ეს ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები. ერთერთ შეხვედრაზე მან შემოგვთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ!”

ჩვეულებრივი, ხელშეკრულებით აყვანილი ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი იყო, რომელსაც ფულს უხდიდნენ ხელშეკრულების თანახმად, ისეთები, როგორიც ჰყავთ ბიზნესმენებს, იმათ ჰქონდათ ერთადერთი მანდატი, რომ ეტარებინათ იარაღი და დაეცვათ დაცვის ობიექტი. ჩვეულებრივი პოლიციელი იყო, იმათ ვინ გაანძრევინებდა ხელს?” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ადუიოჩანაწერებთან დაკავშირებით განმარტება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა

იტვირთბა....