სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ უერდმანის სახლი იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადები გამოიძახეს. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 140 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ბიზნესმენი ჯონ უერდმანი ქართულ ღვინოს აწარმოებს.