ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩერდება თუ არა ნამახვან ჰესის პროექტი – ნათია თურნავას განმარტება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ნამახვანჰესის პროექტი შეჩერდება, სანამ კიდევ ერთხელ არ გადამოწმდება პროექტთან დაკავშირებული კვლევები.

მისი თქმით, კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს მაღალი რეპუტაციის მქონდე ექსპერტებს, რათა საბოლოოდ წერტილი დაესვას მიმდინარე მშენებლობის უსაფრთხოებას და დაინტერესებულ პირებს მიეწოდოთ ზუსტი ინფორმაცია.

“მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ – კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული ძირითადი კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა”,- თქვა ნათია თურნავამ. 

იტვირთბა....