ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ვაქცინაცია ორშაბათს, 15 მარტს დაიწყება. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.
მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდეგ. შაბათს ელოდებიან ვაქცინის შემოტანას. ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას. შემოდის ასტრაზენეკა, შემდეგ შემოვა შეპირებული 30 000 ფაიზერი. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები მთელ რიგ მწარმოებლებთან და დიდი ალბათობით, მალე 150 000 დოზა შემოვა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
ინფორმაციისთვის, შაბათს, 13 მარტს, საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი დოზები უნდა ჩამოვიდეს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, 11 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ზეგ მართლაც ჩამოვა საქართველოში ვაქცინა, თითქმის 10 დღით გადმოიწევს ეს თარიღი, რადგან წინა კვირის განცხადებით თანახმად, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანას 22 მარტიდან უნდა მიეღო.