ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

დააკავეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურიაში, სამძებრო სამძებრო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებული დააკავეს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებული წინასწარი შეცნობით ამყარებდა სექსუალურ კავშირს არასრულწლოვან გერთან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის – 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.” – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....