ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას”

“ტვ პირველმა”, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის, ნიკა მელიას “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილებაა, რომ თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას.

“ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით.

რეჟიმის სურვილი, დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილსა ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

“ტვ პირველმა”, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.

ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა.” – ნათქვამია ნიკა მელიას “ფესიბუქის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “TV პირველიდან” მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტვ პირველთან” დაკავშირებით საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

 

 

 

🔎 ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად…

Posted by Nika Melia / ნიკა მელია on ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021

 

იტვირთბა....