“ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმის მასალების გასაცნობად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ცნობისათვის, ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ის ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.