ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 395 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 310 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 274 045-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 267 421 პირი.
11 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.