“გახარიას წასვლა არ გეგონოთ შემთხვევითი, არც გამოჩენილი ჩანაწერები გეგონოთ შემთხვევითი – რღვევა დაიწყო „ოცნებაში“ და ეს ძალიან კარგია,” – აღნიშნული განმარტება “კანონი და სამართლიანობის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
როგორც ჩარკვიანმა გადაცემა “360-გრადუსში” განაცხადა, ამ ხელისუფლებამ იმდენად აურია ვითარება ქვეყანაში, რომ ვითარების დასალაგებლად საქართველოში დასავლელი პარტნიორებისა და საქართველოს მეგობრების ჩამოსვლა გახდა საჭირო.
„ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც შევა იტორიაში იმით, რომ იმდენად აურ- დაურია საქართველოში ყველლაფერი, რომ საქართვლო იძულებული გახდა, დასავლეთიდან პარტნიორები ჩამოსულიყვნენ, ჩვენი მეგობრები, რათა ჩვენთან დალაგდეს ვითარება. ამით შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი. ყველა სფეროში ააქოთა და ააწუმპა ქვეყანა, იმიტომ, რომ ფაშა არის სათავეში, ოლიგარქი.
როგორ შეიძლება 2000 ადამიანის, რომელიც კომპრომატებითა და კორუფციაში გარევით ერთმანეთზე კომპრომატებით არსებობენ, ვინმეს ეშინოდეს და მათ ჩავაბაროთ და გავანადგურებინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა და ბერას გარეპილ სისულელეს ვუსმინოთ, გუშინდელ მის ინტერვიუს ვგულისხმობ. სახელმწიფო აღარ არსებობს, კანონი არ არსებობს, სამართალი არ არსებობს და დასავლელ პარტნიორებს ვიძახებთ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაესაუბრონ. ეს ბოიკოტი, რომ არ ყოფილიყო და პარლამენტში შევსულიყავით, საერთოდ ვერ გაიგებდა დასავლეთი, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა. ზუსტად ამისთვის იყო ეს ბოიკოტი საჭირო და არ შესვლა პარლამენტში, ეს იყო ზარი განგაშის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიმხვდარიყვნენ, რომ შეიძლება ქვეყანა დაკარგონ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.