ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი და ადეიშვილი ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ” – ლევან მამალაძე სკანდალურ ჩანაწერზე საუბრობს

“მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ,” – აღნიშნულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე “იმედთან” საუბრისას ასაჯაროვებს.

როგორც მამალაძე ირწმუნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამ გზით საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას და არეულობის გამოწვევას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„ინფორმაცია მაქვს უკრაინული წყაროდან. „სბუ​ს“ ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი. მათ აქვთ ტექნიკური საშუალებები, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე. მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა. ეს მასალა შედგება ორი ნაწილისგან, არის სატელეფონო საუბარი და ვიდეოჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ტელეფონით საუბრობს. ადეიშვილთან საუბრობს და საუბარია ჟურნალისტების მოკვლაზე, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, აგინებს ოპოზიციას, რომ ვერ მოახდინეს რევოლუციური ფონის შექმნა“, – ამბობს „ქრონიკასთან“ მამალაძე.

ცნობისთვის, ლევან მამალაძემ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა. სააკაშვილის ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა და 2006 წელს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....