ახალი ამბები მთავარი

“თვითმმართველობის კოდექსში ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის” – სოზარ სუბარი

ქართულმა ოცნებამ“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო კონსულტაციები მერების, მაჟორიტარების კანდიდატებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო.

„დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით, თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....