ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველო-რუსეთის საზღვართან კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკაში, ცუმადინის რაიონში საქართველოს საზღვართან ახლოს, კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს – ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

დღეს დილიდან რუსი სამართალდამცავები ცუმადინის რაიონის სამ დასახლებულ პუნქტში – გიმერსოში, გიგატსა და ხუშტადაში ბანდფორმირებების წევრებს ეძებენ.

„მეტორნომი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა კაციტაძემ საკითხის შესასწავლად დრო ითხოვა. გარკვეული დროის შემდეგ კი მან ჩვენთან კომენტარი გააკეთა: „ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ, ეს პოლიტიკური საკითხია და შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ ამაზე განცხადებას“.

 

 

იტვირთბა....