სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ერთი კაცია დაკავებული.
საკუთარ სახლში 42 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის გასაღების დროს დააკავეს.
დაკავებულის დედა კი აცხადებს, რომ მის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს.
“არ ვიცი, გავიდა სახლიდან, შედიოდა გარაჟში, შეყვა ორი კაცი და ჩემი შვილი ყვიროდა, ჩამიდეს ნარკოტიკიო”, – აცხადებს დაკავებულის დედა.
ფონიჭალაში, დაკავებულის სახლთან, ამ დრომდე პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული არეალი და აყვანილი პირის ავტომანქანის ჩხრეკა მიმდინარეობს.