ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიიღებს თუ არა მონაწილეობას კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში? – კალაძის პასუხი

აპირებს თუ არა მმართველი პარტიის დატოვებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ამ კითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა:

“ეს არის არასწორი ინფორმაცია, მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ მივიღებ. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი ყველასთვის, როდესაც ამის დრო იქნება.

ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისის, თბილისელების წინაშე. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, თქვენ ხართ ამის მოწმენი, რადგან ყოველ დღე, როდესაც დავდივართ სამუშაოებზე, დადიხართ ჩემთან ერთად. შესაბამისად, გადაწყვეტილება როგორიც იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....