ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ფოტო) “ვერასდროს ამაღლდება მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან” – კობახიძე გავრცელებულ, ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „TV პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფოტო აქვეყნებს და წერს:

„აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს“ – წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, “TV პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, დასჯას უკვეთავს.

იტვირთბა....