ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა თავი ჩამოიხრჩო

თელავში მომხდარი მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს, დაკავებულის შვილმა კი თავი მოიკლა. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული გიორგი ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თელავში დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ნ-მ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით მოკლა 1990 წელს დაბადებული ბექა ჯ, ხოლო მისმა შვილმა – 1983 წელს დაბადებულმა ალექსი ნ-მ ასევე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“. – უთხრეს “მეტრონომს” შსს-ს პრესცენტრში.

დაკავებულის შვილი ალექსი ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში ხეზე ჩამომხჩვალი იპოვეს.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

იტვირთბა....