ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიჩვევა იცის ამან, გაუცნობიერებელი მიჩვევა…” – რას წერს ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” ზურაბ გურულის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“არ შეიძლება სისასტიკესთან გაცნობიერებული გაშინაურება. არა აქვს მნიშვნელობა, რა “საპატიო” მიზეზით მოხდება ადამიანთა მიერ ჩადენილი საზარელი საქციელის მშვიდად აღქმა.

მიჩვევა იცის ამან, გაუცნობიერებელი მიჩვევა და ბოროტი ქვეცნობიერის ბუნებრივი დამთრგუნველ-მომთვინიერებელი ცნობიერი ისევე სწრაფად ცვდება, როგორც ძველი სანადირო თოფის ჩახმახი ვაზნის გარეშე ჩხაკუნით. როცა ბოლომდე მოცვდება, სულიც დაიწყებს გაუხეშებას, უგრძნობი გახდება. მერე უკვე მკვდარია ადამიანი, ცოცხალი მკვდარი.

საქართველო მიეჩვია …” – წერს გურული.

იტვირთბა....