“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონს ეხმიანება, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.
კილაძე თავისივე პოსტში ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძება უნდა დაიწყოს.
“ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასვლის მერე პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს! სამოხელეო დანაშაული სახეზეა – ძალადობის წახალისების და დანაშაულის დაფარვის ჩათვლით! გამოძიება უნდა დაიწყოს და მოიძებნოს ის სკოლის მოსწავლე, რომელიც კომენტარის გამო დასაჯეს! და ვინც ამ მოძალადეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაუჯდება, ისიც მსგავსი ნაძირალაა!” – წერს კილაძე.
ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასვლის მერე პრემიერი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს !
სამოხელეო დანაშაული სახეზეა-ძალადობის…Posted by მედიაჰოლდინგი ქრონიკა on პარასკევი, 05 მარტი, 2021
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.