ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შავი არქივის“ კამპანიის ავტორმა თავად გვამცნო, რომ ნოდარცრუ გაქცეული კრიმინალის მონურ მორჩილებაში არის” – იურისტის მიმართვა

იურისტი, თამარ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც “ნოდარ მელაძის შაბაის” ანონზე წერს.

მეგრელიშვილი აღნიშნულ პოსტთან ერთად ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდიდან ფოტოსქრინს აქვეყნებს და ამბობს, რომ –  “შავი არქივის“ კამპანიის ავტორმა თავად გვამცნო , რომ ნოდარცრუც და მთელი მისი არხიც გაქცეული კრიმინალის მონურ მორჩილებაში არიან.”

“სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა რომ ნაცრეჟიმისგან არ გვიკვირს, ეს არახალია.

გუშინ, გვიან ღამით ნოდარცრუმ დააანონსა, რომ ხვალ საღამოს დანაშაულს ჩავიდენ, შეთითხნილ სიბინძურეს გამოვაგდებ და ხალხსაც მოვატყუებო. ისედაც ხომ ყველამ კარგად ვიცოდით საიდან მოდიოდა ეს შეურაცხყოფის, ზღვარგადასული სიბინძურის და დანაშაულის ნიაღვარი, მაგრამ ქურდმა კუდი ვერ დამალა.

,,შავი არქივის“ კამპანიის ავტორმა თავად გვამცნო , რომ ნოდარცრუც და მთელი მისი არხიც გაქცეული კრიმინალის მონურ მორჩილებაში არიან.

ცხადია, ამ სიბინძურეს არავინ დაიჯერებს, მაგრამ საინტერესოა, ნაციონალური მოძრაობის დამცველად ქცეული სახალხო დამცველი თუ მოახდენს რეაგირებას გამოცხადებული დანაშაულის ქრონიკაზე, ხოლო რა პასუხს გასცემს მის ხელმძღვანელებს ეკა გიგაური, რომელიც „უფლებადამცველის“ მანტიაში გახვეული, საკუთარი ფეისბუქიდან უკეთებს ამ წარმოუდგენელ ცილისწამებას ტირაჟირებას.” – წერს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი. 

სიბინძურე, დამონტაჟებული ფარული ჩანაწერები, ხალხის შანტაჟი, ადამიანების ჩაგვრა, წამება და მკვლელობა რომ ნაცრეჟიმისგან არ…

Posted by Tamta Megrelishvili on პარასკევი, 05 მარტი, 2021

 

იტვირთბა....