ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების მისამართით „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასაც აქვს მსგავსი ინფორმაცია. კილაძემ კონკრეტული პოლიტიკოსების გვარებიც დაასახელა, ვინც პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ფულს იღებდა – მისი თქმით, ამ პოლიტიკოსებს შორის ეკა ბესელია და მანანა კობახიძე არიან.
“დიახ, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდები, ეჭვები იმის თაობაზე, რომ შეწყალების კომისიაში მაღალჩინოსნები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები და ცდილობდნენ პატიმრების შეწყალებას, ისევე როგორც, პოლიტპატიმართა სიების შედგენისას, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მიდიოდა ვაჭრობა. მაგალითად, ეკა ბესელია პოლიტპატიმართა სიებში გარკვეული ადამიანებისგან გარკვეულ გასამრჯელოს იღებდა. ეკა ბესელია არ არის ერთადერთი, ასევე არის მანანა კობახიძე, ეს ადამიანები იყვნენ წარსულში უფლება დამცველები, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ დღეს უკევ პატიმრების შეწყალებაზე აკეთებდნენ ფულს”, – განაცხადა ელისო კილაძემ.