აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველ აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველ აპრილს სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამასთან, კრემლის განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ამჟამინდელ მდგომარეობას, პერსპექტივებს, ევრაზიის რეგიონში ინტეგრაციისა და რეგიონულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარებას.

იტვირთბა....