ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტში ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერი Al-Salmi დაბომბა. ქუვეითის ნავთობკორპორაციის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და გემი დაზიანდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია მიმდებარე წყლებში ნავთობის შესაძლო ჩაღვრაზე, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნავთობის გაჟონვა არ მომხდარა და ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.
“დუბაის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რეაგირების ჯგუფებმა წარმატებით შეაჩერეს დუბაის ტერიტორიულ წყლებში ქუვეითის ნავთობტანკერთან დაკავშირებული ინციდენტი, ნავთობის გაჟონვისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა” – ნათქვამია Dubai Media Office-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

