ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რთული საკითხებია. არის აზრთა დიდი სხვადასხვაობა” – რას აცხადებს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ ნამდვილად რთული საკითხებია განსახილველი, თუმცა ხედავს მოლაპარაკებებისათვის მზაობას ორივე მხრიდან.

მისი თქმით, ამ პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანი იყო და ასეთივე პოზიცია აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამერიკელ კონგრესმენებსაც.

„რასაც ვხედავთ არის ის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ ეს სიტუაცია გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რთული საკითხებია. არის აზრთა დიდი სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ ეს საკითხები გადაწყდეს, მხარეებმა განაახლონ მოლაპარაკება და დიალოგი. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშნელოვანი იყო მიშელის ჩამოსვლა და მისი მონაწილეობა და რა თქმა უნდა, იგივე სულისკვეთების არის კონგრესმენებისა და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება და პოზიცია, დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. დრო არის საჭირო საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ამის სურვილს მე ვხედავ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....