ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რომელ ცნობილ ოლიგარქს უწესებს სანქციებს აშშ – სახელმწიფო მდივნის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის კორუფციული ქმედებებისათვის სანქციები დაუწესეს.

მას ამიერიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა.

“დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას”, – აცხადებს ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

კოლომოისკი უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და დნიპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კოლომოისკის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წელს ფინანსური დანაშაულებისთვის დაიწყო.

იტვირთბა....